სამომხმარებლო ბაზარი

ოთარ დანელია: იფქლმა 2013 წელს დადებული პირობა დაარღვია

ოთარ დანელია
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას თქმით, ის ვერანაირ ლოგიკურ გამართლებას ვერ ხედავს, თუ რატომ გააძვირა იფქლმა პურის ფასი. 

მინისტრის თქმით, პურის გაძვირებით იფქლმა 2013 წელს დადებული პირობა დაარღვია, რომლის მიხედვითაც პურის ქარხნებს ფასი არ უნდა გაეზარდათ. "2013 წლამდე ფქვილის ფასი იყო დაახლოებით იმდენი, რამდენიც არის დღეს და მაშინ დაფიქსირდა ეს ფასები. როდესაც გაიაფდა ფქვილის ფასი და ტომრის ფასი ჩამოვიდა 36 ლარზე, პირობა დადეს, რომ არ გააძვირებდნენ პურს და დატოვებდნენ იმ ფასს, როგორც იყო. ოღონდ ამის პირობა იყო ის, რომ არავითარ შემთხვევაში, თუკი ფასები ისევ გაიზრდებოდა, პურის ფასს არ გააძვირებდნენ. როგორც ჩანს, მათ ეს პირობა დაარღვიეს, თუმცა ჩვენ აუცილებლად მოვიკითხავთ თუ რა მიზეზები იყო ამის უკან", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ოთარ დანელია აქვე დასძენს, რომ სამინისტრო ვერ ჩაერევა კერძო ბიზნესის საქმიანობაში. მინისტრის თქმით, სამინისტრო პურის ქარხნებისგან მოიძიებს დამატებით ინფორმაციას, რათა დადგინდეს, არის თუ არა კიდევ მოსალოდნელი პურის ფასის ზრდა. 

კომენტარები