სამომხმარებლო ბაზარი

რესტორნების ეკონომიკა

Jimmy Wan's Restaurant

საქართველოს რესტორნებში 20 ათასი ადამიანია დასაქმებული. დასაქმებულთა ამ რაოდენობით რესტორნების სექტორი სასტუმროებში დასაქმებულთა რაოდენობას ორჯერ აღემატება. დასაქმებულთა რაოდენობასთან ერთად რესტორნების მთლიანი შემოსავალიც სასტუმროთა შემოსავალზე მეტია, 2016 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, რესტორნების ბრუნვამ 330 მილიონი ლარი შეადგინა, რაც საქართველოს ეკონომიკის 1.2% იყო. ამავე პერიოდში სასტუმროთა შემოსავალი 111 მილიონი ლარი იყო. რესტორნების ბიზნესი ქვეყანაში ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია, ბოლო მონაცემებით სექტორის ზრდა 26.7%-ს შეადგენს.

რეტსორნების ბრუნვა სასტუმროების ბრუნვას ყოველწლიურად აღემატება:

  • 2014 - რესტორნები - 452 მილიონი ლარი
  • 2014 - სასტუმროები - 275 მილიონი ლარი
  • 2015 - რესტორნები - 570 მილიონი ლარი
  • 2015 - სასტუმროები - 403 მილიონი ლარი
  • 2016 (პირველი ნახევარი) - რესტორნები - 330 მილიონი ლარი
  • 2016 (პირველი ნახევარი) - სასტუმროები - 193 მილიონი ლარი

რესტორნების ეკონომიკური ბრუნვის ასეთი მაღალი ზრდა, სტაბილურად მზარდ ადგილობრივ მოთხოვნასთან ერთად, მზარდ საერთაშორისო მოთხოვნას უკავშირდება.

შედარებისთვის, რესტორნების სექტორში არსებული ბრუნვა 2016 წლის პირველ ნახევარში სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ ბრუნვას (140 მილიონ ლარს) 57%-ით აღემატება.

კომენტარები