ქალაქ თბილისის მერია

თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

რევაზ ჩახავა
new.tbilisi.gov.ge

როგორც ტაბულას თბილისის მერიაში განუცხადეს, თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჩახავამ, დღეს განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა. ჩახავა თანამდებობას წინა წლის აგვისტოდან იკავებდა.

აღნიშნული ინფორმაცია დღეს საღამოს დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ირაკლი აბესაძემ facebook-ის პირად გვერდზე გაავრცელა.

"როგორც ირკვევა მერიის ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ნაკლებ სავარაუდოა მარგიშვილივით გაგდების საზეიმო სცენარი დაუწერონ. ნაწილ-ნაწილ იპარებიან მერიიდან. უბრალოდ, ამასობაში ქალაქში ყველაფერი პარალიზებულია", - წერს აბესაძე facebook-ის პირად გვერდზე.

კომენტარები