თეორემა

რამ მიგვიყვანა ეკონომიკურ კრიზისამდე

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ბრიტანული გამოცემა ეკონომისტი ეხმიანება:

საგარეო საფრთხეები და ეკონომიკური სირთულეები საქართველოში საზოგადოების ერთიანობას მოითხოვს. ამის ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ხელისუფლების ნაცრისფერ კარდინალად მიიჩნევა, ახალ სამიზნეებს პოულობს თავდასხმისთვის. ეკონომისტი წერს, რომ ივანიშვილის გადაბრალების და თავდასხმების პოლიტიკა მუსიკასავით ჩაესმის მოსკოვს ყურში და პრობლემებს უქმნის საქართველოს ევროპულ გზაზე.

უფრო შორს წავიდა ივანიშვილის ერთერთი პირადი ბანკირი და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - ნოდარ ჯავახიშვილი. გაზეთ ვერსიასთან საუბრისას მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია დაადანაშაულა კორუფციაში და ნაციონალური მოძრაობის დაკვეთის შესრულებაში.

გვემუქრება თუ არა კოლაფსი - ამ საკითხზე ვმსჯელობთ თეორემას სტუმრებთან ერთად.

კომენტარები