რეგულაციები

გოგუაძე: ვიღებთ პასუხისმგებლობას ცუდ კანონებზე, რომლებსაც მხარი დავუჭირეთ

მთავრობა იყო ერთიანი გუნდი და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის წილს, როდესაც ხარ გუნდში, მათთან ერთად იღებ. მაგრამ, ჩვენი მინისტრები პასუხისმგებლები ძირითადად თავდაცვაზე, უსაფრთხოებაზე, ევროინტეგრაციის პროცესზე და საგარეო პოლიტიკაზე იყვნენ. ევროპასთან ასოცირების დოკუმენტს მოეწერა ხელი, თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხითაც ბევრი რამ სასიკეთო გაკეთდა. ეკონომიკის მიმართულება თავისუფალ დემოკრატებს ნამდვილად არ გვებარა. თუმცა, რა თქმა უნდა, იმ კანონებში, ზედმეტი რეგლამენტების შემოღებაში, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ცუდ კანონებზე, რომლებსაც პარლამენტში მხარი დავუჭირეთ. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდი ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერდა. მაგალითად, მე არასოდეს დამიჭერია ასეთი კანონებისთვის მხარი, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის წევრი ვიყავი.

აღნიშნა თავისუფალი დემოკრატების წევრმა ნინო გოგუაძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები