NATO-საქართველოს ურთიერთობა

ქანთარია: NATO-ს კარამდე მისასვლელი რომ დანაღმულია, არ იცით ეს ამბავი?

გიყურებთ საქართველოს მოსახლეობა ალბათ და ფიქრობს იმას, რომ აი, ხედავთ, რა ხდება, აპირებენ თურმე კურსის შეცვლას. აჩემებული გაქვთ NATO, თითქოს უარს ვამბობთ. რეალურად ვამბობთ, კი, NATO-ს კარები რამდენჯერ გვითხრეს ჩვენ რომ ღიაა და მე მჯერა, რომ ეს ღიაა. მაგრამ იმ კარებამდე მისასვლელი რომ დანაღმულია, თქვენ არ იცით ეს ამბავი? დიპლომატები ბრძანდებით თქვენ და ნუთუ დიპლომატიურ ქვეტექსტებს მე უნდა ვამბობდე. რომ დიპლომატიური ქვეტექსტები როგორია, რა არის, რას გულისხმობს. ასე რომ, რასაც ახლა თქვენ ქადაგებთ, ეს ძალიან საშიში თამაშია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია საპარლამენტო უმცირესობას მიმართავს.

კომენტარები