თეორემა

ეკონომიკური კრიზისი და მორიგი გადაბრალება

პროცესებზე და მისი გაუფასურება მოსახლეობას ტვირთად არ აწვება. ვისაც აწვება, მათივე ბრალია იმიტომ რომ კონსულტანტები ვერ იქირავეს, რომლებიც სწორ ვალუტაში დააბანდებინებდნენ კაპიტალს. შემდეგ პალიტრასთან ინტერვიუში აგვიხსნა, რომ ლარი კია ჯანსაღად, მაგრამ ეკონომიკა გრძნობს თავს სუსტად, იმიტომ რომ ექსპორტი შემცირდა, ფულადი გზავნილები შემცირდა და ტურიზმის შემცირდა. ახლა ამტკიცებს, რომ ლარი ჯანსაღად არაა და ეს ყველაფერი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრალია და იმისთვის, რომ კრიზისიდან გამოვიდეთ ქადაგიძემ ხალხის კუთვნილი სავალუტო რეზერვები უნდა გაანიავოს. ეს მაშინ, როდესც თავად ორჯერ მეტი ფული აქვს, ვიდრე ჩვენი ქვეყნის სავალუტო რეზერვია.

ეროვნულ ბანკს რეზერვის სახით ამჟამად 2.6 მილიარდ დოლარზე ოდნავ ნაკლები აქვს. მეტი ჰქონდა, მაგრამ 200 მილიონამდე დოლარი გაყიდა ბოლო პერიოდში, იმისთვის რომ ლარი დაეჭირა. ქადაგიძე 2.4 მილიარდზე ქვემოთ ვერ ჩამოვა - სავალუტო ფონდის მოთხოვნით, ქვეყნის სავალუტო რეზერვი სამი თვის იმპორტს უნდა ფარავდეს. მითუმეტეს, რომ თუ ეკონომიკის ფუნდამენტური პრობლემები არ გამოსწორდა, მისი მხრიდან ფულის ხარჯვა უძირო ქვევრში ღვინის ჩასხმას დაემსგავსება - ეფექტი ნოლი ექნება.

მოკლედ, პანიკის ნიშნები აშკარაა. რა შედეგს მოუტანს ხელისუფლების პანიკა საქართველოს ეკონომიკას და რას ფიქრობენ ბიზნესმენები - ამ და სხვა კითხვებს ვუპასუხებთ თეორემას პირველ ნაწილში.

კომენტარები