საქართველოს ეროვნული ვალუტა დღეს 8.4 თეთრით გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის მიხედვით, 28 თებერვალს ერთი აშშ დოლარი 2.16 თეთრი ეღირება. ლარის კურსი ევროსთან მიმართებით დღეს 12 თეთრით გამყარდა.
ლარის კურსმა დაღმავლობის ტენდენცია გუშინ შეიცვალა და ის ორი თეთრით გამყარდა. დოლარის კურსმა შემცირება სავალუტო ჯიხურებშიც დაიწყო.





