NATO-საქართველო

ბრიუსელში NATO-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

ტაბულა

ბრიუსელში ელჩების დონეზე NATO-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება. კომისიის სხდომის დაწყებამდე თამარ ბერუჩაშვილი ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებებში შექმნილ ვითარებაზე და რუსეთის ფედერაციის მხრიდან საოკუპაციო რეჟიმებთან დადებულ ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულებებზე ისაუბრებენ. 

"სხდომის მთავარი საკითხი არის რუსეთის ქმედებები საქართველოში, მიმართული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით. ვისაუბრებთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ ვითარებაზე", - თქვა დონდუამ.

კომენტარები