საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 24 თებერვლიდან ერთი აშშ დოლარი 2.20 (2.1971) თეთრი ეღირება. ეროვნული ვალუტა დღეს კიდევ ორი თეთრით გაუფასურდა. ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ 21 თებერვალს დადგენილი კურსი 2.18 (2.1771) ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა ასევე ორი თეთრით გაუფასურდა ევროს მიმართაც და 2.48 თეთრი ღირს.
ცნობისთვის, 19 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. თუმცა, ლარის გაუფასურება სებ-ის ინტერვენციამ ვერ შეაჩერა. ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეჩერება ვერც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ შეძლო.
ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზს იანვარში ექსპორტის $68-მილიონიანი შემცირება და ფულადი გზავნილების $23-მილიონიანი კლება წარმოადგენს. ექსპორტის შემცირებასთან ერთად აღსანიშნავია იმპორტის ზრდა, რაც ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას იწვევს. საქართველოში უცხოური ვალუტის მოცულობის შემცირება კი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას იწვევს.





