უკრაინა

პოროშენკო: მაიდანზე სნაიპერებს პუტინის თანაშემწე სურკოვი ხელმძღვანელობდა

dailystormer.com

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ 2014 წლის 20 თებერვალს ევრომაიდანის მონაწილეთა დახვრეტას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი ხელმძღვანელობდა.

„ზეციური ასეულის" ოჯახის წევრებისთვის სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონიაზე გამოსვლისას პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მაიდანის ტრაგედიის გამოძიებისას „აშკარა რუსულ კვალი" აღმოაჩინა.

„გამოძიებამ იანუკოვიჩის რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან სატელეფონო საუბრების ჩანაწერები მოიპოვა. ისინი ადამიანების მკვლელობისთვის წინაწარ ამზადებოდნმენ", - განაცხადა პიროშენკომ.

პრეზიდენტის თქმით, უშიშროების სამსახურმა მას მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაკითხული სპეცრაზმელების ჩვენებების თანახმად, მაიდანზე უცხოელი სნაიპერების ჯგუფებს რუსეთს პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ხელმძღვანელობდა.

2014 წლის 18-12 თებერვალს ძალოვნების მიერ ევრომაიდანის დაშლის მცდელობისას 100-ზე მეტი დემონსტრანტი დაიღუპა, მათი უმრავლესობა - 20 თებერვალს, სნაიპერების მიერ გახსნილ ცეცხლის შედეგად.

კომენტარები