კატასტროფა რკინიგზაზე

შვეიცარიაში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა

EPA

სულ მცირე 49 ადამიანი დაშავდა შვეიცარიის ქალაქ რაფცთან ორი მატარებლის შეჯახების შედეგად. დილით ადრე საგარეუბნო მატარებელი ჩქაროსნულ შემადგენლობას შეეჯახა.

ადგილზე მაშველები მუშაობენ. დაშვებულთა დასახმარებლად მთელი რეგიონის სამედიცინო ბრიგადების მობილიზება გახდა საჭირო. ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები