იური ვაზაგაშვილის საქმე

სოსანაშვილის ადვოკატი დნმ-ს ახალი ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს

თეორემა/ტაბულა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე დნმ-ს ახალი ექსპერტიზის ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში ჩატარებას გეგმავს. ადვოკატის თქმით, სინჯი, რომელიც ბრალდებულს ანალიზისთვის აუღეს, არ იყო დალუქული და მას აქვს კითხვები დნმ-ს გადატანასთან დაკავშირებით. სოსო ჯოგლიძისვე თქმით, მისთვის გუშინ გახდა ცნობილი, რომ საფლავზე გიორგი სოსანაშვილის გარდა, დნმ-ს სხვა ნიმუშებიც არის ნაპოვნი, თუმცა, არაიდენტიფიცირებული. 

ადვოკატმა ასევე ისაუბრა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მისი თქმით, ის, რომ ოჯახმა სამედიცინო დასკვნა მასთან შეუთანხმებლად მიიტანა პროკურატურაში, ბრალდებულის საზიანოდ იმოქმედებს.

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 8 თებერვალს შეუფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სოსანაშვილს 11-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

კომენტარები