ეროსი კიწმარიშვილის საქმე

ეროსი კიწმარიშვილის საქმეს კვალიფიკაცია არ შეეცვალა

ეროსი კიწმარიშვილის საქმეს კვალიფიკაცია არ შეეცვალა - ამის შესახებ  კიწმარიშვილის ძმამ და ოჯახის ადვოკატმა განაცხადეს. დღეს ისინი პროკურატურაში საქმის მასალების გასაცნობად იმყოფებოდნენ. კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატი და ძმა პროკურატურაში მისვლას ხვალაც აპირებენ და არ გამორიცხავენ, რომ საქმეს კვალიფიკაცია მაინც შეეცვალოს. მათი მოთხოვნა კვალიფიკაციის შეცვლაზე თვითმხილველების მიერ ოჯახისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ეფუძნება, რომლის მიხედვით, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დღეს, შემთხვევის ადგილას საეჭვო პირები იმყოფებოდნენ.

ეროსი კიწმარიშვილი ყიფშიძის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 2014 წლის 15 ივლისს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები