ლიბიამ ტერორისტებთან საბრძოლველად იარაღის ემბარგოს მოხსნა მოითხოვა

Getty Images

ლიბიამ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა თხოვნით, იარაღის მიწოდებაზე ქვეყნისთვის დაწესებული ემბარგო გააუქმოს, რაც ქვეყნის ხელისუფლებას ლიბიის ტერიტორიაზე გააქტიურებული ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლაში დაეხმარება.

გაეროს ასევე მიმართა ეგვიპტის პრეზიდენტმა, ლიბიაში საერთაშორისო ინტერვენციის ნებართვა გასცეს.

ეგვიპტემ ლიბიაში ტერორისტების წინააღმდეგ საჰაერო იერიშები მას შემდეგ მიიტანა, რაც ისლამისტებმა 21 ეგვიპტელს თავი მოკვეთეს.

კომენტარები