ირაკლი ალასანია

ალასანია სააკაშვილზე: ბარონ მიუნჰაუზენის განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ

Forbes Georgia

"ბარონ მიუნჰაუზენის განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ", - თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა "არჩევანში" გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. სააკაშვილმა თქვა, რომ "ირაკლი ალასანიამ შეაჩერა ჩვენ მიერ დაწყებული სამხედრო წარმოება". 

"ბარონ მიუნჰაუზენის განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ", - აღნიშნა ალასანიამ.

ამასთან, კითხვაზე, შეხვდა თუ არა ირაკლი ალასანია ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას და მართავს თუ არა კონსულტაციებს ნაციონალურ მოძრაობასთან, თავისუფალი დემოკარტების ლიდერმა აღნიშნა, რომ "არანაირი კონსულტაციები არ არსებობს და ჩვენ დამოუკიდებლად ვაპირებთ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას".

კომენტარები