მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ

სააკაშვილი: დამაბრალეს, რომ მე მოვუწოდებ ქართველებს უკრაინაში ჩამოსვლისკენ

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოდან უკრაინაში ჩასვლა ათასობით ადამიანს უნდა. მისივე თქმით, ისინი მაქსიმალურად აკავებენ ქართველებს უკრაინაში ჩასვლისგან, რადგანაც ეს ლეგალური პროცესი უნდა იყოს.

"დამაბრალეს, რომ მე მოვუწოდებ ქართველებს ჩამოსვლისკენ. ძალიან ვამაყობ ჩვენი ქართველებით, რომლებიც აქ არიან, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვაკავებთ ქართველებს აქ ჩამოსვლისგან, რადგან ეს უნდა იყოს ლეგალური, გაცვლილი ხალხი. ამიტომ პირიქით, მე მოვუწოდებ ქართველებს რომ აქ ასე არ ჩამოვიდნენ. მეორე, ათასობით ადამიანს უნდა წამოსვლა. ეს ინფორმაცია ყველა მხრიდან მომდის. ეს არ მეტყველებს კარგად საქართველოში სიტუაციაზე" - განაცხადა სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში. 

სააკაშვილის განმარტებით, ის უკრაინაში მყოფ ქართველებსაც მოუწოდებს, რომ შორს იყვნენ ცხელი წერტილებიდან და უკრაინელებს საკუთარი გამოცდილება უსაფრთხო ადგილას გაუზიარონ.

"აქ მყოფ ქართველებსაც მოვუწოდებთ, რომ ისინი არ იყვნენ ცხელ წერტილებში და იყვნენ იქ, სადაც შეუძლიათ თავისი გამოცდილების გაცვლა, ინსტრუქტაჟი. ეს ბევრად უფრო უსაფრთხოა. ჩვენ დავკარგეთ ორი ოფიცერი, მაგრამ იმ მასშტაბის ქართველებთან შედარებით, რამდენიც აქ არიან, ღმერთმა ჩვენ გადაგვარჩინა და მინდა ასე გაგრძელდეს" - აღნიშნა ექსპრეზიდენტმა. 

კომენტარები