მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ

სააკაშვილი რუსეთ-უკრაინის ომზე: ეს არის პუტინის ბრძოლა სსრკ-ს აღდგენისთვის

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პუტინის მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენაა, ამიტომ უკრაინაში ის ბოლომდე იბრძოლებს. 

"პუტინს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ეს არის მისი სამკვდრო-სასიცოცხლო, საბოლოო ბრძოლა. ეს არის მისი ბრძოლა საბჭოთა კავშირის აღდგენისთვის. მისთვის დამოუკიდებელი საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უკრაინის არსებობა არის ისეთივე ანომალია, როგორც ბოლშევიკებისთვის, სტალინისთვის, ლენინისთვის, ორჯონიკიძისთვის იყო დამოუკიდებელი საქართველო 1921 წელს. ამიტომ ის ამ ბრძოლაში ბოლომდე წავა და ეს საერთოდ არ იწვევს ეჭვს" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სააკაშვილმა 15 თებერვალს პეტრო პოროშენკოს მიერ ცეცხლის შეწყვეტის ბრანება 2008 წლის აგვისტოში გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტას შეადარა და აღნიშნა, რომ უკრაინა, რუსეთისგან განსხვავებით მშვიდობისმოყვარეა.

"რამდენიმე დღის წინ ჩვენ მთელი დღე ვისხედით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გავდიოდით იმას, რომ პრეზიდნეტს უნდა გამოეცხადებინა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება ღამის 12 საათზე. მე ვუყურებდი გაზრდილ, ძალიან ბევრ რამეში უკვე ჩახედულ პოროშენკოს. ის ხვდებოდა, რომ აცხადებს იმას, რასაც მეორე მხარე არ დაიცავს. ერთი მხრივ შარი არ უნდა მოგდონ და ჩვენ ხომ კარგად ვიცით საქართველოში, რომ ევროპა, ამერიკა, ცდილობენ, რომ ყოველთვის მსხვერპლიც დაადანაშაულონ. რაც არ უნდა გააკეთო, გამოჩნდება იქ 10 ტალიავინი, რომელიც დაწერს დასკვნას, რომ კი, მეორე მხარე ცუდია და არ გადანაშაულებს, მაგრამ შენც ბოლომდე არ ხარ მართალი. ეს მათი ინსტიქტია, ამიტომ ყველა დეტალის გათვალისწინება არის საჭირო. ჩვენ, ამ შემთხვევაში უკრაინელებმა უნდა გამოვაცხადოთ და ვაჩვენოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ძალიან მშვიდობისმოყვარე. მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მეორე მხარე არ არის ასეთი. ჩემთვის ეს იყო 2008 წლის ცხინვალის გამოცხადების მსგავსი" - აღნიშნა სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში. 

კომენტარები