მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ

სააკაშვილი: შევარდნაძის კაბინეტში კატა დაგვხვდა, იმიტომ, რომ იქ თაგვები იყვნენ

უკრაინა დღეს ძალიან გავს 2003 წლის საქართველოს. მახსენდება შევარდნაძის კაბინეტი, 2 დღის წასული იყო, როდესაც შევედი. დაგვხვდა კატა, იმიტომ, რომ იყვნენ თაგვები და ვირთხებიც კი. დაგვხვდა წყლის "ვედრო", იმიტომ რომ 10 საათზე წყდებობა წყალი, ძველი, "გეპეი"-ს გამოშვებული წყლის გასათბობი ატმორი. პრეზიდენტსაც არ ქონდა არც წყალი და არც დენი, 10 საათზე უთიშავდნენ და სანეპიდსადგურიც კი არ ფუნქციონირებდა და ამიტომ კატას ჰქონდა ეს ფუნქცია აღებული. სხვათაშორის, წინა კატამ თავი მოიკლა, ფანჯრიდან გადახტა, მე-11 სართულიდან. ამიტომ იყო ბადეები, რომ ეს მეორე არ გადამხტარიყო. დაახლოებით ასეთი მდგომარეობა აქ. კატა არ შეგვხვედრია ჯერჯერობით, მაგრამ რეალურად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასეთი მდგომარეობაა, უკრაინა არის ასეთ ფორმაში. ეს ჯერჯერობით არის ძველი, არარეფორმირებული და აქედან გამომდინარე მძიმე კრიზისისკენ წასული სახელმწიფო საბჭოთა ინსტიტუტები.

განაცხადა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერეში

კომენტარები