ვიქტორია ნულანდის ვიზიტი საქართველოში

ნულანდი: აფხაზები ევროპასთან ცხოვრების უპირატესობებში უნდა დაარწმუნოთ

huffingtonpost.com

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება შესაძლებლობებს საქართველოს, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებსაც აძლევს. მისივე თქმით, საქართველომ უნდა დაარწმუნოს აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები, რომ საქართველოსთან ერთად ცხოვრება მათ უფრო პერსპექტიულ და ძლიერ მომავალს ჰპირდება. ასე უპასუხა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჟურნალიტის კითხვას, რომელსაც აინტერესებდა თუ
როგორ უნდა დაიცვას საქართველომ საკუთარი თავი იმის ფონზე, როდესაც სურკოვი რუსეთსა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონთან საზღვრის გაუქმებაზე საუბრობს.

"შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ურყევია. 20 წელზე მეტია ეს ჩვენი პოზიციაა და კვლავ ამ პოზიციაზე ვრჩებით. დღეს გარკვეულწილად ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ევროპული ინტეგრაცია და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ გაფორმებული შეთანხმება საქართველოს, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ ხალხსაც სთავაზობს. რამდენადაც საქართველო გაძლიერდება, უფრო თავისუფალი და უფრო ევროპული გახდება, ეს აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს. მათ უნდა აჩვენოთ, რომ აქ, საქართველოსთან ერთად უფრო ნათელი და ძლიერი მომავალი აქვთ. თქვენ უნდა აჩვენოთ ის უპირატესობები, რომლებსაც ევროპა სთავაზობს, ვიდრე იარაღის ქვეშ ცხოვრებაა" - განაცხადა ნულანდმა. 

კომენტარები