ვიქტორია ნულანდის ვიზიტი საქართველოში

ნულანდი: დებალცევოში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კვლავ არ ამოქმედებულა

thetimes.co.uk

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემე ვიქტორია ნულანდმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული მდგომარეობა შეაფასა და აღნიშნა, რომ დებალცევოში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კვლავ არ ამოქმედებულა. 

"ძალიან შეშფოთებულები ვართ იმ ძალადობის გამო, რომელიც დებალცევოში ხდება. გვაშფოთებს, რომ სეპარატისტები და რუსეთი, რომელიც მათ მხარს უჭერს, კვლავ არ უშვებენ ეუთო-ს დამკვირვებლებს დებალცევოში და იქ ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ეს არის ტესტი, რამდენად მზად არიან რუსეთი და სეპარატისტები, შეასრულონ [მინსკის] შეთანხმება. დებალცევოში უნდა ამოქმედდეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, ასევე უნდა მოხდეს მძიმე შეიარაღების გაყვანა. ეს კი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, მანამ, სანამ უფრო მეტი სისხლი დაიღვრება" - განაცხადა ნულანდმა.

მისივე თქმით, გუშინ რამდენიმე მაღალი დონის სატელეფონო ზარი განხორციელდა, რათა გაზრდილიყო ზეწოლა სეპარატისტებსა და რუსეთზე. ნულანდის განმარტებით, შეერთებული შტატები აღნიშნულ საკითხზე აქტიურად მუშაობს ევროპელ კოლეგებთან ერთად. 

კომენტარები