ღარიბაშვილის ვიზიტი უკრაინაში

კერესელიძე: პრემიერმინისტრის გეგმები არ შეცვლილა და ის უკრაინას ესტუმრება

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გეგმები არ შეცვლილა და მისი უკრაინაში ვიზიტი ძალაში რჩება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, დავით კერესელიძემ განაცხადა.

კერესელიძის თქმით, უკრაინასთან კომუნიკაციის ნაკლებობაზე ინფორმაცია სიცრუეა და ამისი ნათელი მაგალითი ბოლო ხანებში ქართველი მაღალჩინოსნების მეზობელ ქვეყანაში ვიზიტებია. მისივე თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ასევე ორი ვიცეპრემიერი იმყოფებოდა. ასევე, ცოტა ხნის წინ უკრაინაში იმყოფებოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე.

"ეს კომუნიკაცია და ვიზიტები ემსახურებოდა იმას, რომ ჩვენ მოვამზადოთ საქართველოს პრემიერის ვიზიტი, ყველაფერი ძალაში რჩება, შეცვლილი არაფერი არ არის. ჩვენ ნამდვილად არ გვსურს, რამემ ხელი შეუშალოს ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას", - განაცხადა კერესელიძემ.

კომენტარები