ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: სამწუხარო იქნება, რომ თავისუფალმა დემოკრატებმა რეიტინგი დაკარგოს

ჩემთვის ის იქნება სამწუხარო, რომ ამ პარტიამ [თავისუფალი დემოკრატები] რეიტინგი დაკარგოს. ამ პარტიაში ბევრი ღირსეული ადამიანია, თავად ალასანიასაც კარგი პერსპექტივა ჰქონდა, მაგრამ, ჩემი აზრით, მცდარი გზით წავიდნენ. სამწუხაროა, რომ ყოფილი თანაგუნდელები ლოგიკას აღარ აქცევენ მნიშვნელობას და არგუმენტებით არ საუბრობენ. წავიკითხე ირაკლი ალასანიას ორი ინტერვიუ, რომელიც ბოკერიას განცხადებებისგან არაფრით განსხვავდებოდა. ისიც კი ვიფიქრე, ალასანიას სიტყვა ბოკერიამ ხომ არ დაუწერა-მეთქი. ესაა ჩემთვის სამწუხარო. ბოკერიაც კარგადაა და ღმერთმა კარგად ამყოფოს, ცუდი არავისთვის მინდა. ჩემი ერთადერთი სურვილია, ნაციონალურმა მოძრაობამაც მოახერხოს და საკუთარი ქვეყნის ოპოზიციაში კი არ ჩადგეს, განვითარებისთვის იღვაწოს. როცა ხალხი უარგუმენტოდ ილანძღება, რეაგირებას არ ვახდენ, თუ მათ რიცხვს კიდევ ორი კაცი დაემატება, ვერაფერს დამაკლებენ. ჩემთვის მხოლოდ ის არის სამწუხარო, რომ პარტიამ, რომელსაც კარგი მომავალი ჰქონდა, ისედაც ღარიბ პოლიტიკურ სპექტრში უარგუმენტო საუბრების შემდეგ, შესაძლოა საზოგადოების ნდობა დაკარგოს. 

განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

კომენტარები