სააკაშვილი უკრაინაში

მანანა კობახიძე: სააკაშვილი მზადაა მესამე მსოფლიო ომი გააჩაღოს

...არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე სააკაშვილი და ადეიშვილი. ეს უნდა გადაწყდეს დიპლომატიურად, ძალიან ფაქიზად, სწორედ იმიტომ, რომ სააკაშვილის გამო, რომელსაც ნამდვილად დამერწმუნეთ, არაფერი ადარდებს და ის მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებაზეც თანახმაა, ოღონდ საკუთარი თავი გადაირჩინოს, ოღონდ საქართველოში არ ჩამოიყვანონ და აქ პასუხი არ აგოს, ის მზად არის გააჩაღოს მესამე მსოფლიო ომი. მე გეტყვით, რომ მაშინ, როდესაც მთელი ევროპა, ევროკავშირის ლიდერები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ იმაზე, რომ ცეცხლი შეწყდეს... არ მოხდეს ესკალაცია და მოხდეს დეესკალცია, ასეთ დროს სააკაშვილი პრაქტიკულად ომის გაჩაღებისკენ მოუწოდებს მსოფლიოს, როდესაც პირდაპირ ამბობს, რომ როდესაც ამერიკული რაკეტა დაბომბავს რუსულ ტანკს, თურმე ამითი ეშველება უკრაინას, ის არ ფიქრობს იმაზე, მერე რა იქნება...

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შესახებ.

კომენტარები