ექსპორტის სტატისტიკა

იანვარში ექსპორტი 2014 წლის იანვართან შედარებით $68 მილიონით შემცირდა

საქსტატმა დღეს საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ მონაცემები გაავრცელა. იანვრის თვეში ექსპორტმა $156 მილიონი შეადგინა, რაც გასული წლის იანვრის მაჩვენებელთან შედარებით $68 მილიონით ანუ 31%-ით ნაკლებია. ყოველთვიური ექსპორტის ასეთი დაბალი მაჩვენებელი არც 2013 და არც 2014 წელს არ დაფიქსირებულა. 

ექსპორტის შემცირებასთან დაკავშირებით დღესვე საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ექსპორტის შემცირება საგარეო მიზიზებით იყო განპირობებული.

ექსპორტის გარკვეულ სეგმენტში კლება უმთავრესად გამოიწვია მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ, რუსეთსა და უკრაინაში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ. ეს გახდა იმის სერიოზული ფაქტორი, რომ ამ ორი ქვეყნის ბაზარზე იანვრის თვეში მკვეთრად შემცირდა საქართველოდან ღვინის, სპირტიანი სასმელების, მინერალურის წყლებისა და ციტრუსის ექსპორტი"
სამინისტროს ინფორმაციით, ღვინის ექსპორტი იანვარში 67%-ით, სპირტიანი სასმელების კი 87%-ით არის შემცირებული. ასევე შემცირებულია ფეროშენადნობების ექსპორტი.

კომენტარები