პინგვინები ავსტრალიაში

კამპანია - შალის სვიტერები დაავადებულ პინგვინებს

Penguin Foundation

მოლაპარაკების ჯგუფი ავსტრალიაში მოუწოდებს მქსოველ ენთუზიასტებს, დაავადებულ პინგვინებს პატარა შალის სვიტერებით დაეხმარონ.

კუნძულ ფილიპის პინგვინების ფონდმა კამპანია - "ნაქსოვები ბუნებისთვის" დაიწყო. მათ უკვე შექმნეს 300-ზე მეტი დიზაინის სვიტერი. ფონდის წარმომადგენლების მოსაზრებით, სვიტერები იმ პინგვინების რეაბილიტაციას მოახდენს, რომლებიც დაავადდნენ წყალში ნავთობის ჩაღვრით ან სეინერებიდან დაბინძურების შედეგად.

სვიტერი ეხმარება დაავადებულ პინგვინს, შეინარჩუნოს სითბო და ამცირებს ფრინველის ორგანიზმში მომწამვლელი ნავთობის მოხვედრის რისკებს.

კომენტარები