ზურაბ ჟვანიას საქმე

ჟვანია: როგორც ჩანს, FBI-მ ანგარიში გაუწია საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას

რაც შეეხება გუშინდელ გადაცემას, რომელშიც აფრიალებული იყო გარკვეული დოკუმენტები და ცდილობს ყოფილი ხელისუფლება, რომ ეს დოკუმენტები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, ეს დოკუმენტები ჩემთვის ახალი არ არის... სხვათა შორის, პირველი დოკუმენტი, რომლის წაკითხვის შემდეგაც ზურას საქმესთან დაკავშირებით ეჭვი გამიჩნდა, იყო FBI-ს დასკვნა, როდესაც მათ შეისწავლეს გაზის გამათბობლის მუშაობა და დაადგინეს, რომ გაზის გამათბობელი აბსოლუტურად გამართულად მუშაობდა და არანაირი სასიკვდილო გარემო იქ მთელი ექსპერიმენტის განმავლობაში არ შექმნილა. ეს იყო პირველი სერიოზული შეკითხვა, რომელიც მე გამიჩნდა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს დასკვნა არის წინააღმდეგობრივი. არის დასკვნითი ნაწილი, სადაც ისინი ამბობენ, რომ ვერაფერი ნახეს ისეთი, რაც ეწინააღმდეგება ოფიციალურ ვერსიას უბედური შემთხვევის შესახებ. ბუნებრივია, ეს წინააღმდეგობაშია, მაგრამ, როგორც ჩანს, მაშინ FBI-მ გაუწია ანგარიში იმას, რომ საქართველო მეგობარი ქვეყანა იყო, პრემიერმინისტრი ალბათ ვერ გაცოცხლდებოდა და ანგარიში გაუწიეს, როგორც ჩანს, მაშინდელ რეჟიმს, რომ ერთგვარად ასეთი ბუნდოვანი დასკვნა გაეკეთებინათ თავისივე დაწერილი დოკუმენტის საფუძველზე.

განაცხადა დეპუტატმა გოგლა ჟვანიამ FBI-ის დასკვნაზე, რომელიც რუსთავი 2-ის ეთერში გასაჯაროვდა. დასკვნის მიხედვით, ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის დნმ-ის კვალი რამდენიმე განსხვავებული ტიპის ნივთზეა აღმოჩენილი, მათ შორის - ხალათებსა და ზეწარზეც. ასევე, FBI მიუთითებს, რომ ბინაში გაზის გამათბობელი არასწორად იყო დამონტაჟებული.

კომენტარები