ე.წ. კორტების საქმე

ადვოკატი: კორტების საქმეზე დაკავებული გამომძიებელი გლდანის ციხეში გადაიყვანეს

გლდანის ციხე
AFP

ადვოკატ ინგა სეხნიაშვილის ინფორმაციით, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე გლდანის ციხეში გადაიყვანეს. როგორც სეხნიაშვილი აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გუშინ საღამოს ე.წ. მატროსოვის ციხეში ნახა, დღეს დილით კი გაიგო, რომ ბეროძე გაუფრთხილებლად გადაიყვანეს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში. მისივე თქმით, ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებული სხვა ყოფილი პოლიციელები ისევ მატროსოვის ციხეში იმყოფებიან.

სეხნიაშვილმა ბეროძე დღეს გლდანის ციხეშიც მოინახულა და განაცხადა, რომ მასზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. თუმცა მისი თქმით, ამის საფრთხე მაინც არსებობს, ამიტომ ადვოკატი ბეროძის კვლავ ე.წ მატროსოვის ციხეში გადაყვანას ითხოვს.

პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე პოლიციის სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან და სპეცრაზმის წევრებთან ერთად რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მათ ბრალად ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობა და დოკუმენტების ფალსიფიკაცია ედებათ. 

კომენტარები