იური ვაზაგაშვილის საქმე

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პროკურატურას მადლობას უხდის

ზაქარია ქუცნაშვილი
ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით "კვალიფიციურად ჩატარებული გამოძიების გამო", საქართველოს მთავარ პროკურორსა და მის პირველ მოადგილეს მადლობას უხდის. როგორც ქუცნაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ კვირას პრესკლუბში განაცხადა, ეს საქართველოს პროკურატურისთვის პირველი მნიშვნელოვანი აქტივია. 

„პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის საქმე გახსნილად გამოაცხადა და ამით ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. სასამართლოა მხოლოდ ის ორგანო, რომელსაც შეუძლია პირი დამნაშავედ წარმოაჩინოს, თუმცა იმ მტკიცებულებებით, რომელიც საგაზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, აშკარაა, რომ გამოძიება ძალიან კვალიფიციურად და მაღალ დონეზე ჩატარდა. ეს ამ პროკურატურის პირველი სერიოზული აქტივია. მე ასეთი კვალიფიციური მუშაობისთვის გიორგი ბადაშვილს და ირაკლი შოთაძეს მადლობას ვუხდი და ვულოცავ ამ წარმატებას“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირი, პოლიციის მოქმედი თანამშრომელი გია სოსანაშვილი 2 დღის წინ დააკავა. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარეს აქამდე არ უსაუბრია მკვლელობის მოტივზე. 

კომენტარები