ერთიანი ეროვნული გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

naec.ge

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დღეიდან იწყება. აბიტურენტებს და სტუდენტებს რეგისტრაციის გავლა დილის 10 საათიდან 17 მარტის 18:00-მდე შეეძლებათ. მსურველები ვებგვერდზე www.naec.ge; online.naec.ge უნდა დარეგისტრირდნენ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი და ენა, რომელზეც სურს გამოცდის ჩაბარება. ეს ინფორმაცია ვადის ამოწურვის შემდეგ აღარ შეიცვლება.

მიმდინარე წელსაც აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ რამდენიმე თვის განმავლობაში ცვალონ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები, მათი რაოდენობა და თანმიმდევრობა. პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება.

კომენტარები