იური ვაზაგაშვილის საქმე

ადვოკატი: ფირცხალავას სოსანაშვილთან მხოლოდ პოლიციური ნაცნობობა აკავშირებდა

თეორემა/ტაბულა

ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებული ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი დავით ხაჟალია ამბობს, რომ ფირცხალავას იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილთან მხოლოდ პოლიციური ნაცნობობა აკავშირებდა. ამის შესახებ მან ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ისაუბრა.

"ფირცხალავას ვკითხე, მან მითხრა, რომ მას იცნობს, როგორც პოლიციელს. პოლიციური ნაცნობობა აკავშირებთ ერთმანეთთან. იმდენად, რამდენადაც ირაკლი ფირცხალავა წარმოადგენდა მაღალი თანამდებობის პირს, მას ყველა იცნობდა და ირაკლიც ბევრს იცნობს მათ შორის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ურთიერთობა იყო ძმაკაცური და ახლო ოჯახური ურთიერთობა", - თქვა ხაჟალიამ.

კომენტარები