იური ვაზაგაშვილის საქმე

სასამართლომ გიორგი სოსანაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

წინასასამართლო სხდომა 2 აპრილს არის ჩანიშნული.

მთავარმა პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის საქმეზე გიორგი სოსანაშვილს ბრალი გუშინ წარუდგინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სოსანაშვილს 11-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

კომენტარები