ერთიანი ეროვნული გამოცდები

სანიკიძე: შესაძლოა საატესტატო და ეროვნული გამოცდების ოპტიმიზაცია მოხდეს

ტაბულა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, "სამომავლოდ შესაძლოა საატესტატო და ეროვნული გამოცდების ოპტიმიზაცია მოხდეს". როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას სანიკიძემ აღნიშნა, ეროვნული გამოცდების გაუქმებაზე საუბარი ზედმეტია, თუმცა სტრატეგიული მიმართულების დოკუმენტი გამოცდების გარკვეულ ოპტიმიზაციას ეხება.

"ეს არის ის იდეა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია სასკოლო გამოცდების და ეროვნული გამოცდების სინთეზი და სკოლის დონეზე ჩატარება, მაგრამ ეს არის ძალიან რთული და მოითხოვს დიდ ლოჯისტიკას, ამიტომ ეს თემა ძალიან კარგად მუშავდება. ჯერჯერობით ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას არ გავაკეთებ, რადგან თემა მომზადებული არ არის. ვფიქრობ, რომ 2015-2016 წლისთვის ძირითადი მონახაზი გვექნება და თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, შემდეგ დავიწყებთ ნელ-ნელა აპრობაციას", - განაცხადა თამარ სანიკიძემ სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით.

კომენტარები