იური ვაზაგაშვილის საქმე

ღარიბაშვილი ვაზაგაშვილის საქმეზე: მე მაქვს ინფორმაცია

ტაბულა

„მე მაქვს ინფორმაცია ამის თაობაზე, მაგრამ მე მირჩევნია, რომ დაველოდოთ პროკურატურას“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრამ ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურაში იური ვაზაგაშვილის საქმის შესახებ დაგეგმილი ბრიფინგის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, გამძიება სწრაფად მოხდა და ეს არის საამაყო.

„მე თავს შევიკავებ წინასწარ რაიმე კონკერტულის თქმისგან, რა თქმა უნდა მე მაქვს ინფორმაცია ამის თაობაზე, მაგრამ მე მირჩევნია, რომ დაველოდოთ პროკურატურას, მათ ოფიციალურ განცხადებას და განმარტებს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენი ხელისუფლების და მე მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი ფაქტი, რომ მოხდა ძალიან სწრაფად გამოძიება, ეს არის ჩემთვის ძალიან საამაყო და მე მინდა მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გამოძიების პროცესში იყო ჩართული და მადლობა ვუთხრა მათ“ - განაცხადა ღარიბაშვლმა.

საქართველოს მთავრ პროკურატურაში იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკაშირებით საგანგებო ბრიფინგი 15:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები