იური ვაზაგაშვილის საქმე

პროკურატურაში ვაზაგაშვილის საქმეზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

საქართველოს მთავრ პროკურატურაში იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკაშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.

ბრიფინგი 15:00 საათზეა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა 20 იანვარს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ვაზაგაშვილი ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ახლობლების განმარტებით, იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონ სოფელ ყარაფილაში, ნათესავის დაკრძალვაზე იმყოფებოდა და შვილის საფლავზე ყვავილების მისატანად მარტო წავიდა. ახლობლების თქმით, აფეთქება სწორედ მაშინ მოხდა, როცა ვაზაგაშვილი ყვავილებს ცვლიდა. მომხდართან დაკავშირებით საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. გამოძიება სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები