ზურაბ ჟვანიას საქმე

ყოფილი მთავარი პროკურორი მამუკა გვარამია ზურაბ ჟვანიას საქმეზე დაკითხეს

ყოფილი მთავარი პროკურორი მამუკა გვარამია პროკურატურაში ზურაბ ჟვანიას საქმეზე დაკითხეს. დაკითხვის დასრულების შემდეგ გვარამიამ თქვა, რომ მას 2 დღის წინ მიცემული ჩვენების დადასტურება მოსთხოვეს. მთავარმა პროკურატურამ მას და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას ბრალი რამდენიმე დღის წინ წარუდგინა. უწყება მათ ჟვანიასა და უსუპოვის საქმის გამოძიების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავება.

ამ საქმეზე ბრალდების შუამდგომლობით სასამართლო პროცესიც გაიმართა. პროკურატურამ გვარამიასა და ლაზარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა სასამართლომ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულებს გირაო შეუფარდა. 

კომენტარები