რუსული ოკუპაცია

სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებს

გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მათი განმარტებით, სოფელში მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, თუმცა მთავრობის წევრები თხოვნის მიუხედავად, ჯარიაშენში არ ჩადიან. სოფელ ჯარიაშენის მცხოვრების თამარ კაპანაძის თქმით, ოკუპანტები სოფლის კუთვნილ მიწას ითვისებენ და მათ იმ ტერიტორიის დამუშავების საშუალება არ ეძლევათ. სოფლიდან მოსახლეობასაც იტაცებენ და გამოსასყიდის გადახდის, ან საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვის შემდეგ ათავისუფლებენ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი კი, ჯარიაშენში ჩასვლის საჭიროებას ვერ ხედავს. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, საზღვარი არ არსებობს და მას ოკუპანტები ვერ გადმოსწევდნენ. ის ადგილობრივებს ადანაშაულებს, რომ მიწა საკუთრებაში არ აქვთ რეგისტრირებული, რის გამოც ადგილობრივების უფლებების დაცვა უჭირთ.

ცნობისთვის, მიწის დამუშავებისას, სოფელ ჯარიაშენიდან რამდენიმე დღის წინ 2 პირი გაიტაცეს, თუმცა მათ გამოქცევა შეძლეს. ადგილობრივები შიშობენ, რომ მცოცავი ოკუპაცია და მოსახლეობის გატაცება სამუშაოების დაწყებისას გახშირდება. 

კომენტარები