შს მინისტრის ინტერვიუ

ჯაფარიძე: ჩვენი ხელისუფლება თავს აიგივებს იანუკოვიჩის მმართველობასთან

ამბობენ, რომ ჩვენ ვცდილობთ ქვეყნის დესტაბილიზაციას. სინამდვილეში ცხადია, რომ ეს არის პირიქით. ეს არის ხელისუფლება, რომელიც თანამშრომლობს კრიმინალურ სამყაროსთან, ხელისუფლება, რომელმაც ციხიდან გამოუშვა უამრავი კრიმინალი. ის, რომ ახალი შს მინისტრი, ისევე როგორც წინა შს მინისტრი, ისევე როგორც ამჟამინდელი პრემიერი, ისევე როგორც წინა პრემიერი, საკუთარ თავს აიგივებენ იანუკოვიჩის ხელისუფლებასთან, ეს არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა. ისინი თვითონ აიგივებენ თავს ასეთი ტიპის ოლიგარქულ მაფიოზურ მმართველებთან.

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებაზე, რომ "არ დავუშვებთ არეულობას, რაც მოხდა უკრაინაში. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ იგივე საქართველოში განმეორდეს, სანამ ჩვენ ვართ".

კომენტარები