ხელისუფლება და ოპოზიცია

გომელაური: დესტაბილიზაციაზე საუბრისას, მე არ მიხსენებია ნაციონალური მოძრაობა

ტაბულა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური განმარტავს, რომ მას მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე საუბრისას ნაციონალური მოძრაობა არ უხსენებია. მან ჟურნალისტებს მიმართა და უთხრა, რომ "მაინცდამაინც პარტიებს ნუ გულისხმობენ".

"არის სხვადასხვა ძალები, არ დავაკონკრეტებ მათ. მაინცდამაინც პარტიებს ნუ ვგულისხმობთ. არის მსოფლიოში სხვადასხვა ძალები, რომლებსაც სურთ არევა არა მხოლოდ საქართველოში, მთლიანად მსოფლიოში. თქვენ იცით, სირიაში ომია, არეულობაა სხვადასხვა ქვეყანაში. მაინცდამაინც პარტიას ნუ გაუსვამთ ხოლმე ხაზს. მე არ მიხსენებია ნაციონალური მოძრაობა", - თქვა გომელაურმა.

მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე გომელაურმა პირველად გაზეთ კვირის ქრონიკასთან ისაუბრა. მან დაადასტურა, რომ შს ყოფილ მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს ნამდვილად ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დესტაბილიზაციაზე. მისი თქმით, "ახლაც არის ინფორმაციები, მაგრამ ამას არ დავუშვებთ, ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდება".

ინტერვიუში გომელაური ასევე ამბობდა, რომ ნაციონალური მოძრაობა თავისი განცხადებებით ხალხს აღიზიანებს და "მათ ბევრი რაღაცის გაფუჭება უნდათ".

კომენტარები