არასამთავრობოებზე ზეწოლა

ჰერმანი: სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია

ტაბულა

საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანს ბიძინა ივანიშვილის ნათქვამზე ეკა გიგაურის, კახა კოჟორიძისა და ნინო ლომჯარიას საქმიანობებზე კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებით ჰკითხეს, თუმცა, ელჩმა ზოგადად უპასუხა. ჰერმანი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ღია თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

"მე მხოლოდ შემიძლია, ევროკავშირის ზოგადი კომენტარი გავაკეთო სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით. ევროკავშირი აფასებს სამოქალაქო საზოგადოების წვლილს დემოკრატიის განვითარებაში, მეტიც, ვიტყოდი, რომ სამოქალაქო საზოგადოება აუცილებელი კომპონენტია ნებისმიერი სხვა სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებისთვის. ვფიქრობთ, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებამ მნიშვნელოვან განვითარებას მიაღწია. ასევე მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ღია თანამშრომლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასოცირების იმპლემენტაციისთვის.

ჩვენ ვთანამშრომლობთ ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან. მხარს ვუჭერთ მათ აქტივობებს. მათ შორისაა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და სამართლიანი არჩევნები. ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა გაგრძელდება. ასევე მე მაქვს მკაფიო გარანტია, რომ ხელისუფლებაც გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას", - თქვა ჰერმანმა.

კომენტარები