არასამთავრობოებზე ზეწოლა

ბერძენიშვილი: არასამთავრობოები ოპონირებენ ხელისუფლებასთან და ეს ნორმალურია

არასამთავრობო სექტორი, მისი წამყვანი ორგანიზაციები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პირველ რიგში და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები - იქნება ეს სამართლიანი არჩევნები თუ სხვა, ეს ორგანიზაციები ორი ათეული წელიწადია მუშაობენ პოზიტიურად ქვეყნისთვის, ისინი იყვნენ ოპონირების რეჟიმში შევარდნაძე-აბაშიძის ხელისუფლების მიმართ, ისინი იყვნენ ოპონირების რეჟიმში სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ და 2008 წლის არჩევნები ახალგაზრდა იურისტებს შეფასებული აქვთ ნეგატიურად და შედეგები ეჭვის ქვეშ აქვთ დაყენებული, არ ეთანხმებიან. ისინი არიან ოპონირების რეჟიმში ჩვენი ხელისუფლების მიმართ და ეს არის ნორმალური. არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება როგორც იყო მნიშვნელოვანი შემადგენელი ქართული დემოკრატიული სივრცის, ასევეა დღეს და ასე იქნება ხვალ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილი არასამთავრობოებზე.

კომენტარები