კრიმინალი

ჩაქვში სიძემ სიდედრი მოკლა

ჩაქვში სიძემ სიდედრი მოკლა. სამართალდამცველებმა 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ოსმან ჯ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ოსმან ჯ-მ ურთიერთშელაპარაკებისას თავის სიდედრს - 1936 წელს დაბადებულ ვერა ს-ს სხეულზე მრავლობითი სასიკვდილო დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები