აქცია ენმ-ის ოფისთან

ენმ-ის ოფისთან თავისუფალი თაობის ექვსი წევრი დააკავეს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ორგანიზაცია თავისუფალი თაობის წევრები დააკავეს. როგორც ტაბულას კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაკავებულია ექვსი ადამიანი, მათ შორის, ლადო სადღობელაშვილი. 

თავისუფალი თაობის წევრების საპროტესტო აქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისთან 18:00-ზე დაიწყო. მათ შენობას საღებავები შეასხეს. აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები ქართველი ჯარისკაცების ხარჯზე ცდილობენ უკრაინაში მაღალი თანამდებობების დაკავებას.

"სწორედ მიხეილ სააკაშვილია ის პიროვნება, ვინც ცდილობს ქართველ ჯარისკაცებს საქართველოში კონტრაქტი გააწყვეტინოს და უკრაინის არმიის რიგებში ჩაირიცხონ. თავად ნაციონალური მოძრაობის წევრები თავიან შვილებს, რომლებიც უკვე სრულწლოვნები არიან "ბუმბულებში ამყოფებენ, ცივ ნიავს არ აკარებენ " და არათუ უკრაინაში არ უშვებენ საომრად, არამედ საქართველოშიც არ აქვთ მოხდილი სამხედრო ვალდებულება. მათ სიას კი დღეს გავასაჯაროვებთ და გავაცნობთ ქართველ საზოგადოებას. მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას, შეეშვან ქართველი ჯარისკაცების ამოხოცვას უკრაინაში, ნუ ეფარებიან ქართველი მეომრების სახელს და მათ მებრძოლ სულისკვეთებას", - აცხადებდნენ თავისუფალ თაობაში. 

კომენტარები