აქცია ენმ-ის ოფისთან

თავისუფალმა თაობამ ენმ-ს ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა

ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისთან პოლიციამ ორგანიზაცია თავისუფალი თაობის ორი აქტივისტი დააკავა. ეს მას სმდეგ მოხდა, რაც აქტივისტებმა მიზეზი შენობისთვის კვერცხებისა და პამიდვრების სროლა დაიწყეს. მანამდე კი ორგანიზაციის წევრებმა ოფისში გამხმარი ვარდებით შესვლა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

თავისუფალი თაობის წარმომადგენლების განცხადებით, ნაციონალურმა მოძრაობამ 11 წლის წინ "დაიწყო დანაშაულებრივი რეჟიმის განხორციელება საქართველოში", დღეს კი საქართველოში დესტაბილიზაციის და არეულობის მოწყობას ცდილობს, ამიტომ ნაციონალური მოძრაობის საქმიანობა უნდა აიკრძალოს და ეს პარტია უნდა გაუქმდეს.

აქციის მიმდინარეობას ნაციონალური მოძრაობის ოფისში ხმამაღლა ჩართეს საქართველოს სახელწმიფო ჰიმნი, პოლიციის ჰიმნი და სიმღერა „მიშა მაგარია".

კომენტარები