ოკუპირებული რეგიონები

ხაჯიმბასთან შეხვედრაზე ზალბერმა აფხაზეთში ახალ პროექტებზე ისაუბრა

ხაჯიმბასა და ზალბერის შეხვედრა
apsnypress.info/

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჰერბერტ ზალბერი სოხუმში იმყოფებოდა, სადაც სოხუმის რეჟიმის ლიდერს, რაულ ხაჯიმბას შეხვდა. აფხაზური მედიის ცნობით, ზალბერმა ევროკავშირის მიერ აფხაზეთში ახალი პროექტების განხორციელებისა და სოხუმში ევროკავშირის ოფისის გახსნის სურვილი გამოთქვა. რაულ ხაჯიმბამ კი აღნიშნა, რომ ყველა პროექტი რეგიონში აფხაზეთის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს.

"ევროკავშირი არ აღიარებს აფხაზეთს, მაგრამ არსებობს ევროკავშირის მზადყოფნა, აქ ვიმუშაოთ. ჩვენ ამას უკვე ვაკეთებთ, განსაკუთრებით გალის რაიონში, სადაც ევროკავშირს აქვს რამდენიმე პროექტი, განსაკუთრებით ეკონომიკურ სფეროში, ვაპირებთ ეს განვავითაროთ.

საუბარია იმაზე, რომ დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესს, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სფეროში, გვაქვს გეგმები განათლების სფეროში, განსაკუთრებით უცხო ენების შესწავლის თვალსაზრისით, შესაძლოა დროდადრო ჩამოვიყვანოთ ლექტორები აფხაზეთში ევროპული უნივერსიტეტებიდან", - განაცხადა ზალბერმა.

კომენტარები