სააკაშვილი უკრაინაში

ЦЕНЗОР.НЕТ: სააკაშვილი უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორობას აპირებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კონკურსში უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის თანამდებობაზე მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაცია ამის შესახებ მან უკრაინულ სააგენტო ЦЕНЗОР.НЕТ-ს დაუდასტურა. როგორც სააგენტო აღნიშნავს, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ფრონტი დღეს უკრაინაზე გადის.

სააკაშვილის აზრით, კორუფცია უკრაინის უფრო დიდი მტერია, ვიდრე რუსული ტანკები. გამოცემის ცნობით, სააკაშვილის სამოქმედო პროგრამა საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას დაეფუძნება.

ЦЕНЗОР.НЕТ აღნიშნავს, რომ სააკაშვილი საკუთარი საერთაშორისო კავშირების გამოყენებას იანუკოვიჩის დაჯგუფების მიერ უკრაინიდან გატანილი თანხების დაბრუნებისთვის აპირებს.

კომენტარები