რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

პუშკოვი: რუსეთის გარეშე საქართველოში სიტუაციის ნორმალიზება შეუძლებელია

novayagazeta-ug.ru

"რუსეთი ევროპისთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, რომლის გარეშე საქართველოში სიტუაციის ნორმალიზება შეუძლებელია", - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის დელეგაციის გარეშე ასამბლეა უსარგებლო ორგანიზაცია იქნება.

"რუსეთი ევროპის საკვანძო სახელმწიფოა როგორც ევროკავშირთან ურთიერთობის, ასევე უკრაინის კრიზისის მოგვარების თვალსაზრისით. სამხრეთ კავკასიაში, საქართველოში, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, ჩვენ გარეშე სიტუაციის ნორმალიზება შეუძლებელია. ევროპაში მთელი რიგი კრიზისების გასაღები ჩვენს ხელშია", - განაცხადა პუშკოვმა.

რუსეთის დელეგაციას საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება აპრილამდე შეუჩერდა. თუმცა, პუშკოვი აცხადებს, რომ ინიციატივა რუსული დელეგაციის ხელშია და რუსეთი წლის ბოლომდე გადაწყვეტს, დარჩეს თუ არა ევროპის საბჭოს შემადგენლობაში.

კომენტარები