შუღლის გაღვივების კრიმინალიზება

კინწურაშვილი: დაისჯება ჰიპოთეტური ძალადობა, როცა დაუსჯელია რეალური ძალადობა

მოკლედ, ხელისუფლება აპირებს სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახადოს ჰიპოთეტური ძალადობა, რომელიც მხოლოდ ვერბალურად გამოიხატება მაშინ, როდესაც რეალური ძალადობრივი ქმედებები, რომელთა მოტივი რელიგიური, სექსუალური იდენტობა ან თუნდაც პოლიტიკური შეხედულებებია, მაქსიმუმ 100-ლარიანი ჯარიმით დასჯილა ან სულაც გამოუძიებელი დარჩენილა

წერს მედიის განვითარების ფონდის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი facebook-ის პირად გვერდზე, შს სამინისტროს მიერ ინიცირებულ, ე.წ. შუღლის გაღვივების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით.

კომენტარები