სანტიაგო ბერნაბეუ

AS: სანტიაგო ბერნაბეუს, მალე აბუ დაბი ბერნაბეუ დაერქმევა

http://www.actusports.fr/

სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონს მალე აბუ დაბი ბერნაბეუ დაერქმევა, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა ასი ავრცელებს.

მადრიდის რეალის ხელმძღვანელობას ეს ფაქტი ჯერ არ დაუდასტურებია, მაგრამ გავრცელდა ვიდეო, სადაც კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთან საუბარში აცხადებს, რომ სტადიონს ის სახელი დაერქმევა, რასაც აბუ დაბის საინვესტიციო ჯგუფი - IPIC გადაწყვეტს.

მადრიდულმა კლუბმა IPIC-თან კონტრაქტი 2014 წლის ოქტომბერში გააფორმა. IPIC-ს სათაო ოფისი აბუ დაბიშია, კომპანია კი ესპანეთში ბუნებრივი აირისა და საწვავის მსხვილი კომპანიის, კეპსას მფლობელია.

ჯერჯერობით არ გახმაურებულა, გარიგების სანაცვლოდ მადრირელები კონკრეტულად რა თანხას მიიღებენ, თუმცა პრესაში ვარაუდობენ რომ IPIC საერთო ჯამში 20 მილიონ ევროს გაიღებს.

 

კომენტარები