უკრაინის კრიზისი

სიხარულიძე: რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს, პირდაპირი ტერორიზმია

დავით სიხარულიძე
ტაბულა

ტაბულას გადაცემა თეორემაში დასმულ კითხვას, რამდენად მოსალოდნელია რომ რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებლად აღიაროს საერთაშორისო საზოგადოებამ მაშინ, როდესაც ცოტა ხნის წინ მას NATO-ს გენერალურმა მდივანმა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში მოკავშირე უწოდა, ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, დავით სიხარულიძემ უპასუხა, რომ უახლოეს მომავალში ის ამას არ მეოლის. 

"ალბათ საერთაშორისო ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარება უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის, იმის გამო, რომ რუსეთი დიდი სახელმწიფოა და აქვს დიდი ბირთვული პოტენციალი, თუმცა თუ რუსეთმა იგივე ქმედებები გააგრძელა, რომელსაც იგი დღეს ახორციელებს, ალბათ ეს თემაც იქნება განხილული.

აშკარაა ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან, რომ ეს არის პირდაპირი ტერორისტული საქმიანობა რასაც რუსთი ახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ. ტერორიზმი სხვა არაფერია, თუ არა შიშის დათესვა მოქალაქეებში, იმისთვის, რომ მოღწეულ იქნას პოლიტიკური ამოცანები და სწორედ ეს ხდება.

აქ შეიძლება პარალელი გავავლოთ იმასთან, რაც ხდებოდა სოხუმში 1992 წელს, გახსოვთ ალბათ, რომ იქაც პირდაპირი დაბომბვა მიმდინარეობდა ქალაქის, რამაც ბევრი სამოქალაქო მსხვერპლი გამოიწვია" - განაცხადა დავით სიხარულიძემ თეორემაში საუბრისას. 

კომენტარები